08:48 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 10:50:18, 1398 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „კლიმატის ცვლილება და გარდამავალი პერიოდი“  მიიღო მონაწილეობა.

ლევან დავითაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„კლიმატის ცვლილება სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს სათბური აირების შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კლიმატის ცვლილების შერბილების ნაწილში, მინისტრმა  ქვეყანაში ენერგეტიკის, სატყეო, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორში მიმდინარე ცვლილებების  შესახებ ისაუბრა და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც სამიტზე აღინიშნა, მსოფლიოში Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა ცხადყო „ნაცრისფერი ეკონომიკიდან” „მწვანე ეკონომიკაზე” სწრაფად გადასვლის აუცილებლობა. ხაზგასმით აღინიშნა ამ პროცესში „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობა.

დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო კლიმატის ადაპტაციის, ენერგიის გადაცემის და ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი პროგრამების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს.

„გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics