|
2020-06-13 23:16:23, 1523 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური
ანტიდასავლურები რომ იყვნენ ყველა ერთად ეს ვიცოდით, მაგრამ ეს ანტიდასავლური ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური ოპოზიცია , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთიანი სიები და საერთო კანდიდატები ხელისუფლების გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდიან. „ჩვენ ყველა მიმართულებით მივესალმებით, რომ ერთიანი სიები შეადგინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ან საერთო კანდიდატები დააყენონ. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია. ეს არის სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძის ერთობა. წარმოიდგინეთ რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ასეთ კოალიციას, რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ვინც მხარს დაუჭერს ასეთ გაფორმებულ პრორუსულ კოალიციას. ანტიდასავლურები რომ იყვნენ ყველა ერთად ეს ვიცოდით, მაგრამ ეს ანტიდასავლური ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური ოპოზიცია. ეს ბუნებრივია მხოლოდ მომგებიანია ჩვენთვის. ძალიან მარტივი საარჩევნო დათვლაა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვეძლევა დამატებით საკმაოდ დიდი უპირატესობა. პროპორციულ ნაწილში ეს შეიძლება იყოს მინიმუმ 5 პროცენტიანი უპირატესობა და მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმარტივდება არა მხოლოდ მეორე, არამედ პირველივე ტურში ყველა ოლქში არჩევნების მოგება. აქედან გამომდინარე ასეთ კოლაბორაციას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)