|
2020-06-13 14:02:38, 1465 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისის მერმა კახა კალაძემ 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. მემორიალთან დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად იმყოფებოდა. „5 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად ტრაგიკული იყო ის ღამე. მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს, რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინაშე. ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ისმოდა ადამიანების ძახილი, ყვირილი, დახმარების თხოვნა, ცხოველების ხმა. დანგრეული, გაუბედურებული იყო ინფრასტრუქტურა და ყველაზე რთული, გარდაცვლილი ადამიანები, რომელთა სიცოცხლის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ. მეორე-მესამე დღეს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, როდესაც გამოჩნდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, რომელთაც ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის მხარდაჭერით ხდებოდა სამუშაოების წარმოება, რაც ძალიან დასაფასებელია. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა მოხალისეს იმ თანადგომისთვის, რაც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს გამოიჩინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2015 წლის 13-14 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა მემორიალთან კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი, ასევე, საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)