02:20 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 11:43:47, 1161 ნახვა

რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღება თელავშიც შესაძლებელია

კახეთის რეგიონში მიმდინარე მევენახეობის კადასტრის პროგრამის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის წარსადგენად მევენახეებს თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მისვლა აღარ მოუწევთ; მომსახურების მიღება ქალაქ თელავშიც შესაძლებელი გახდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური  ვენახების კადასტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და სრულყოფას უზრუნველყოფს. კადასტრის პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებასა და ორგანიზებულად ჩატარებას.

გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები მევენახეებსა და მეღვინეებს მათთვის საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ; კომუნიკაცია გამარტივდება სააგენეტოსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელთა დიდი უმრავლესობა სწორედ კახეთის რეგიონში მდებარეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში (მისამართი: ქალაქი თელავი, ალაზნის გამზირი).

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იქნებიან ჩართული რთველის მოსამზადებელ სამუშაოებში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics