21:53 - 16 May, 2026
|
2015-08-26 20:53:33, 1269 ნახვა
მსოფლიო
ვირჯინიაში პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს
აშშ'ს ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში ტელეკომპანია WDBJ7 TV რეპორტიორი 24 წლის ელისონ პარკერი და ოპერატორი 27 წლის ადამ ვორდი ინტერვიუს დროს დახოცეს. თავდამსხმელმა ინტერვიუს დროს ჟურნალისტებთან მიახლოვება შეძლო და ისინი რამდენიმე გასროლით მოკლა, ხოლო ქალი ვიკი ბალდნერი რომლისგანაც ჟურნალისტები ინტერვიუს იღებდა ზურგში დაიჭრა თუმცა გადარჩა. პოლიციის ცნობით, ორივე ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. დანაშაულს გამოეხმაურა ვირჯინიის გუბერნატორი რომელმაც უარყო მოსაზრება რომ ჟურნალისტების მკვლელობა ტერორიზმია. ამასთან პოლიციის პირველადი მონაცემებით, ჟურნალისტების მკვლელობაში ეჭვმიტანილია ტელეკომპანია WDBJ7 TV 'ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან ახსნა განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)