07:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 11:20:10, 2096 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი - თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს, რასაც პასუხები უნდა გაეცეს

თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს, ამ მიმართულებით კითხვები დაისმება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში,  თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში დაისმება ყველა ის კითხვა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უკავშირდება.

„თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მე ვიტყოდი, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიებს ჰქონდა ადგილი გარკვეულ მედია საშუალებებში. იყო თავდასხმა გარკვეულ ღონისძიებებზე. ცხადია, ჩემთვის აშკარა იყო, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული მავნებლობა, მაგრამ თავის მხრივ, საზოგადოებას სურს მიიღოს კითხვებზე პასუხი. ამიტომ ყველა ის კითხვა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარების პერსპექტივებს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კითხვები დაისმება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics