|
2020-06-11 16:38:20, 2389 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით, 2019 წლის ფაქტობრივ მონაცემებს სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივ მონაცემებს მინიმუმ 3-ჯერ გადააჭარბა. მისი თქმით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პოლიტიკის და პროცესის მიმდინარეობის შესახებ ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. „ჩვენი პოლიტიკა სახელმწიფო ქონებასთან, მის პრივატიზაციასთან მიმართებაში არის - მაქსიმალურად, ყველგან, სადაც საქმე არ ეხება სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს, ყველგან უნდა ვეცადოთ, რომ ეს ობიექტები კერძო ინვესტორებს ჩაბარდეს და მოხმარდეს ეკონომიკას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პირველი კვარტლის მონაცემებით ჩვენ პრივატიზაციის გეგმას არა უბრალოდ გადავაჭარბეთ, არამედ სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის პირველი კვარტლის ფაქტობრივ მონაცემებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავა არსებული გამოწვევების ფონზე 2020 წლის პირველ კვარტალში პრივატიზაციის შედეგებს მისასალმებელს უწოდებს. „ეს მართლაც მისასალმებელია პანდემიის ფონზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ინერცია საკმაოდ პოზიტიური იყო - ბიზნესის დიდი ინტერესი გამოიწვია პროგრამამ "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომელიც შარშან შემოდგომაზე დაიწყო", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებით, გლობალური პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკის სულ მცირე 4%-იანი შემცირება საინვესტიციო პროცესზეც აისახება, რომლის ნაწილიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზი შესრულდეს, მაგრამ რეალისტური პროგნოზი, რომელიც ასახულია ბიუჯეტში, ისაა, რომ მცირდება ეკონომიკა, მცირდება ეკონომიკური აქტივობა და ინვესტორებისთვის, კერძო კომპანიებისთვის შედარებით უფრო რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ამის საპირწონედ ყველაფერს ვეცდებით, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე და ქონების მართვის სააგენტოზე დამოკიდებული, სადაც ძალიან კარგი პროფესიონალები მუშაობენ. ბევრი რამ გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, პანდემიის გაძლიერების და მისი მეორე ტალღის შემთხვევაში ეს იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში პრივატიზების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ისევე როგორც ქართველი ინვესტორებისთვის. „თუმცა, პირველი კვარტლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისაა, ჩვენი გაძლიერებული მუშაობით უფრო მეტი შეგვიძლია, და ჩვენ ამას ვეცდებით", - აღნიშნა მინისტრმა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)