|
2020-06-10 17:26:49, 2278 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით საქართველოს სექტემბერში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები ეწვევიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით, სსიპ „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოხების პროგრამის ჩართულობით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ე.წ. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ვიზიტი იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნული მიზნით, განხორციელდა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებიდან 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი კომუნიკაცია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან არ ყოფილა და ეს პირველი შემთხვევაა. საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები წარმოადგენენ კომპანიებს, რომლებიც ამზადებენ ქვეყნების და კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პროფილებს და პოტენციურ ინვესტორებს დახმარებას უწევენ მომავალი საინვესტიციო ადგილების შერჩევაში. გამოცდილებიდან გამომდინარე, მსგავსი საკონსულტაციო კომპანიების უმეტესობა არასრულ ინფორმაციას ფლობს საქართველოს შესახებ და პოტენციური ინვესტორების მხრიდან ახალი საინვესტიციო მდებარეობის შერჩევის მოთხოვნის შემთხვევაში, კონსულტანტების უმეტესობა არ განიხილავს საქართველოს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან მუშაობა საქართველოსა და მისი ბიზნეს კლიმატის უპირატესობების შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით, რათა შემდგომში მათი მხრიდან აქტიურად მოხდეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ინვესტორებისთვის. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტებთან თანამშრომლობა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქარართველოში" მოახდინა 50-მდე საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტის იდენტიფიცირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია დაიწყო. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს მათი ნაწილის მხრიდან მზაობა, რომ სექტემბერში, ბუნებრივია პანდემიის ვითარების გათვალისწინებით, ისინი საქართველოს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტციო მიმზიდველობას. ნაწილთან კი აქტიურ რეჟიმში ხდება ონლაინ შეხვედრების გამართვა", - აღნიშნავენ სამინისტროში.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)