2020-06-09 13:03:27, 2241 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
სხომაზე ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან განმარტებას ითხოვდა იმასთან დაკავშირბეით, თუ რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს სხომაზე დასწრების უფლებას.
ბაგრატიონის განცხადებით, მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილები იყვნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაბაიძემ სხომაზე განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს ვერ დაუშვებენ, რადგან საკმარისი ადგილი არ იყო. მანვე დაამატა, რომ მისი გადასაწყვეტია ვის დაუშვებენ სხდომათა დარბაზში და ვის არა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან