|
2020-06-09 10:40:19, 3846 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დელტა“ ხდება საქართველოში მდებარე უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარების მქონე ფაბრიკის თანაპარტნიორი. მინისტრის განმარტებით, ეს არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ სხვა უწყებების პრობლემებსაც მოაგვარებს ხარისხიან ფორმებთან დაკავშირებით. „ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. მე თავად შევხვდი რამდენიმე ადგილობრივ მწარმოებელს, რომელიც მეტ-ნაკლებად ხარისხიან უნიფორმას აწარმოებდა. მე მათ აღვუთქვი სრული დახმარება და ვუთხარი, რომ თუ ისინი დააკმაყოფილებენ ნატოსა და ამერიკულ სტანდარტებს, პირდაპირ გრძელვადიან თანამშრომლობაზეც კი ვიყავი მზად. სამწუხაროდ, ვადებში ვერ ჩაეტივნენ და ვერც ხარისხიანი პროდუქცია წარმოადგინეს, ამიტომ მომიწია შეკვეთა ნატოს წევრ ქვეყნებში - გერმანიასა და თურქეთში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, კომპანია „დელტა“ საინტერესო შეთავაზებაზე მუშაობს, რომ გახდეს ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც აღჭურვილია უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარებით. „კორონას კრიზისის გამო, ამ საწარმოს პრობლემები შეექმნა და წარმოება გაჩერდა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ „დელტა“ თანაპარტნიორი გახდეს და რაც მთავარია, ხარისხი იქნება გარანტირებული. 350 დატრენინგებული, იტალიელი დიზაინერების მიერ მომზადებული, მკერავი, მუშაობენ ქართველები. ეს ფაბრიკა საქართველოშია და აბსოლუტურად გამართულია“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის უხარისხო სამხედრო ფორმის შესყიდვაში ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. „იმდენად შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოვისმინე ე.წ ოპოზიციის მხრიდან, რომ ამაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი დამოკიდებულება ყველაზე საამაყო ინსტიტუტის, ჯარის მიმართ. ჩემგან უბრალოდ უხერხულია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული - ასეთი ეპითეტით მოიხსენიო ჯარი და შენი საამაყო ჯარისკაცები და მეორე დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ისინი არიან პატრიოტები. ეს ადამიანები არაფერზე არ ფიქრობენ, თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს. მე მათთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)