|
2020-06-08 23:01:51, 4271 ნახვა
სამხედრო
სუ-25 თავდაცვის მიზნების გარდა, შეიძლება კომერციული პროექტი გახდეს
„აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს - ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ გააკეთა. მან ასევე, განმარტა, რომ მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ქვეყანამ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება ეს კომერციული პროექტი გახდეს. „ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე - ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენივე ქარხნით - „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე - სამოქალაქო და ზოგადად, კომერციული პროექტები. არ გამოვრიცხავთ ასევე, სხვა კერძო სუბიექტებთან, სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)