|
2020-06-06 16:21:39, 3127 ნახვა
ეკონომიკა
ქართულ ბაზარს, „თიბისის“ მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია - „მედიფარი“ დაემატა
ქართულ ბაზარზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - „მედიფარი“ გაიხსნა. კომპანიამ „მედიფარი“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც თიბისის კონტიბუცია 1,5 მილიონი ლარია. საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში 100 000-ს, თვეში კი - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს, „მედიფარი“ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ანტიბაქტერიული პირბადეებით უმსხვილეს სააფთიაქო და საცალო ვაჭრობის უამრავ ქსელს ამარაგებს. პროდუქციის უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანაც იგეგმება. პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი. საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „მედიფარი“ „თიბისის“ მიერ პანდემიის განმავლობაში დაფინანსებული მეოთხე საწარმოა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)