|
2020-06-05 10:22:27, 3034 ნახვა
ეკონომიკა
CryptX IQ GITA - ს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდის გამარჯვებულია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ CryptX IQ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანიის მხრიდან თანაინვესტირება 1,250,600 ლარს შეადგენს, საერთო ჯამში GITA - ს საგრანტო პროექტის ფარგლებში 1,900,600 ლარი დაიხარჯება. CryptX IQ-მ გრანტი ინოვაციური კრიპტო სავაჭრო ტერმინალისთვის მიიღო.
აღნიშნული პროექტი კრიპტო ტრეიდერებისთვის პერსონალიზებული პროგრამული გადაწყვეტილების შექმნას გულისხმობს, რომელიც კრიპტო აქტივების ერთი სივრციდან ეფექტურად და უსაფრთხოდ ვაჭრობისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. კრიპტო სავაჭრო ტერმინალი ტრეიდერების სხვადასხვა ბირჟებზე დამოუკიდებლად არსებულ ანგარიშებს ერთ გარემოში აერთიანებს და ერთი სივრციდან ერთდროულად რამდენიმე ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. დამატებით, ტერმინალში გათვალისწინებულია ავტომატიზირებული ვაჭრობის შესაძლებლობა ე.წ. „სავაჭრო ბოტები“, რომელიც რთული სავაჭრო სტრატეგიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმაში ჩაშენებული ანგარიშის მართვის ფუნქციონალი კი ტრეიდერებს პორტფელის მენეჯმენტს უმარტივებს და მათ რეპორტებისა და KPI ანალიზის ამოღების საშუალებას აძლევს.
CryptX IQ ორი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე. მისი საქმიანობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული აქტივების მართვის ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)