|
2020-06-04 16:32:21, 3835 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე - როდესაც ფინანსური ბაზარი ვითარდება, იქ კურსის მერყეობა უფრო მეტადაა მოსალოდნელი
ეროვნული ბანკის დირექტორმა კითხვაზე თუ რატომ ხდება ლარის კურსთან დაკავირებით სწრაფი რყევები უპასუხა, რომ როდესაც ფინანსური ბაზარი ვითარდება, იქ მერყეობები უფრო მეტადაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ყველა რყევაზე ინტერვენცია არ უნდა მოხდეს, რადგან ეს უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს. "როდესაც ფინანსური ბაზარი ვითარდება იქ მერყეობები არის უფრო მეტად მოსალოდნელი. მაგრამ ისევ იმას ვუბრუნდები, რომ ეს მერყეობა მოსალოდნელი იყო. როდესაც ბაზარი არ არის განვითარებული მაშინ ეკონომიკა, ფაქტობრივად, აქვს ფიქსირებული კურსი. მაგრამ მაშინ, როდესაც სისტემა ვითარდება, როდესაც ეკონომიკა იზრდება და ფინანსური ბაზრები და სავალუტო ბაზრები ვითარდება, რყევები უფრო მოსალოდნელია.თუ კი ყველა რყევაზე მოხდება ინტერვენცია, ჩარევა, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდეს, რომ ექსპორტის ბაზა განვითარდეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)