|
2020-06-03 12:52:23, 19190 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა
კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მათგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები. საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე. “მნიშვნელოვანი არის სისტემის სრული გაძლიერება იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველა ჰოსპიტალს და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გაწიოს მომსახურება კოვიდ ინფექციის მართვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა იმ მარაგის დროული და შესაბამისი მოცულობით შექმნა, რომელიც შეეხება ტესტირების კომპონენტს და ასევე რა თქმა უნდა პირადი დაცვის საშუალებებს. ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორი უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის პასუხი, ამაში იგულისხმება თუ რა მარაგების შექმნის აუცილებლობაა კერძო სექტორში და რა კომპონენტში იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა. განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოხდეს პერსონალის გადამზადება იმისათვის, რომ შედარებით უფრო მაღალი ტალღის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ექიმების დაინფიცირების რისკი“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო. ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაინც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაძლიერება. „მეორე და მესამე ტალღას მთელი მსოფლიო ელოდება და საქართველო გამონაკლისი არ არის. მით უმეტეს საუბარია ეკონომიკის, ტურიზმის, საზღვრების გახსნაზე, რაც ასე ვთქვათ, ვირუსის გავრცელების რისკს მოუმატებს და საქართველო თითოეულ ამ სცენარს უნდა დახვდეს მომზადებული. ამიტომაც, დღეს მოვისმინეთ ძირითადი პრინციპები, რაც ამ პოსტკრიზისულ გეგმაში არის ჩადებული. ხუთი ძირითადი მიმართულებაა და შეფასება მოხდა ექსპერტების მიერ. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მივიყვანოთ უკვე დეტალურ სამოქმედო გეგმამდე“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. ექსპერტ გიორგი კამკამიძის თქმით, მისასალმებელია ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციისა და გაძლიერების კუთხით მუშაობა. „კორონავირუსის ეპიდემიამ ასე ვთქვათ, დააჩქარა ინტეგრაციის ეტაპები, შესაბამისად ეს მისასალმებელია და დიდ საავადმყოფოებში ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს ინფექციური განყოფილებები“, - აღნიშნა გიორგი კამკამიძემ. საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრები უკვე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება და განხილვებს კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)