02:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 13:22:22, 1242 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენ არ გვჭირდება, ეს სჭირდება ოპოზიციას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება ოპოზიცია იმისთვის, რომ იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ეს ცვლილება არ სჭირდება.

„სახელისუფლო გუნდი დგას იქ, სადაც თავიდანვე იდგა და ის ამბობს და არის ერთსულოვანი იმაში, რომ არამხოლოდ საყოველთაო განხილვები დაიწყება საკონსტიტუციო კანონპროექტის, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, არამედ უმრავლესობა ერთხმად უყრის კენჭს ამ ცვლილებებს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება, ეს არის ცვლილებები, რომელიც ოპოზიციას სჭირდება. შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში. თუ კი ოპოზიცია ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო და ცვლილებებს ხმას არ მისცემს, ეს იქება საბაბი, რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც რეალურად მათივე ინიციატივით ტარდება და რომელიც მათთვისვე არის საჭირო იმისთვის, რომ იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics