23:39 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 12:47:21, 1324 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - მოქალაქეებისგან მოვითხოვთ მკაცრად დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა

მოქალაქეებისგან მოვითხოვთ მკაცრად დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო მისივე უწყებებთან ერთად ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს.

„დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ, რათა საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა და ყველა ის მონაპოვარი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავის უწყებასთან ერთად გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის და ჩვენი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების. ჩვენი ეპიდემიოლოგები კვლავ დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იგივე ინტენსიობით.

ჩვენი მოქალაქეებისგან მოვითხოვთ იყოს მკაცრად დაცული ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს არის მოწოდებული. მხოლოდ მსგავსი ქცევის ნორმა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics