2020-06-01 12:26:45, 1301 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - მინდა ჩვენს პატარებს მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჩვენს პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.
მისი თქმით, ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, ასახელონ ჩვენი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს ,როდესაც უფრო დიდები იქნებიან.
„დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა ჩვენს პატარებს მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე. თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს ისე იქნება, რაც მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის. მინდა მათ და მათ მშობლებს მივულოცო ეს დღე და მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი, ასახელონ ჩვენი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს ,როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან