|
2020-06-01 10:59:16, 16710 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, პაციენტების 50%-ზე მეტი საშუალო სიმძიმისაა. „ჩვენს ცენტრში, დღეის მონაცემებით 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს. გუშინ მივიღეთ 6 ახალი დადასტურებული პაციენტი. ესენი იყვნენ მარნეულის სოფელ მარეთიდან და დანარჩენი იყო ბოლნისის წინა დღის დადასტურებული შემთხვევებიდან. გვყავს სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც უკვე გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის მონაცემებს. თუ ამ მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ძირითადად 50%-ზე მეტი საშუალო სიმძიმის პაციენტებია. ასევე გვყავს მსუბუქი სიმძიმის პაციენტები. ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა რუტინული კვლევით მსუბუქი სიმძიმით ფასდება. დღეს ყველასთან ჩატარდება რადიოლოგიური კვლევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)