|
2020-05-30 17:08:21, 1681 ნახვა
ეკონომიკა
საფრანგეთის ელჩი - ვგრძნობ, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ
„ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. საფრანგეთის ელჩი დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმო „ატლანტიკ საქართველოს" ეწვია, რომელიც ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic"-ის შვილობილი კომპანიაა. დიეგო კოლასმა და ნათია თურნავამ პირადად დაათვალიერეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოები და მისი სამომავლო გემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. საფრანგეთის ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც კარგი ეკონომიკური პარტნიორის როლის შესახებ პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის პროცესში. „გადასახადების თვალსაზრისით, ჩვენ მთავრობასთან ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა ისეთი კომპანიების საჭიროებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, „ატლანტი საქართველო", რათა რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გახსნის გზები. კომპანიამ გამოაცხადა, რომ დაუყონებლივ ზრდის სამუშაო ადგილებს - 50 სამუშაო ადგილით, რაც წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. ასე რომ, ეს ძალიან კარგი პერსპექტივაა. ზოგადად ძალიან კარგი პერსპექტივებია ამ კომპანიაში. ვფიქრობთ, რომ საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია განვითარების გასაგრძელებლად და ბოლოდროინდელი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად", - აღნიშნა დიეგო კოლასმა. საფრანგეთის ელჩი დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმო „ატლანტიკ საქართველოს" ეწვია, რომელიც ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic"-ის შვილობილი კომპანიაა. დიეგო კოლასმა და ნათია თურნავამ პირადად დაათვალიერეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოები და მისი სამომავლო გემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. საფრანგეთის ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც კარგი ეკონომიკური პარტნიორის როლის შესახებ პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის პროცესში. „გადასახადების თვალსაზრისით, ჩვენ მთავრობასთან ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა ისეთი კომპანიების საჭიროებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, „ატლანტი საქართველო", რათა რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გახსნის გზები. კომპანიამ გამოაცხადა, რომ დაუყონებლივ ზრდის სამუშაო ადგილებს - 50 სამუშაო ადგილით, რაც წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. ასე რომ, ეს ძალიან კარგი პერსპექტივაა. ზოგადად ძალიან კარგი პერსპექტივებია ამ კომპანიაში. ვფიქრობთ, რომ საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია განვითარების გასაგრძელებლად და ბოლოდროინდელი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად", - აღნიშნა დიეგო კოლასმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)