|
2020-05-29 12:28:14, 1414 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში სენსორზე მომუშავე ლიფტებით სარგებლობენ
თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებული საჯარო უწყებების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები უკვე სარგებლობენ ლიფტებით, სადაც სტარტაპმა „სენსორ.ჯი"-მ სენსორული ღილაკები დაამონტაჟა. აღნიშნულმა სტარტაპმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამის მიზანია ისეთი სტარტაპების მხარდაჭერა, რომელთა პროექტებსაც შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით. სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია ერთ თვეზე მეტია, რაც მოქმედებს თბილისის ტექნოპარკის ლიფტში, სადაც ახალი ტექნოლოგიის მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თავად შეაფასა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ინოვაცია სამომავლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელების კარგი საპრევენციო საშუალება გახდება, რადგან შეიზღუდება გარკვეული ტიპის ტექნიკასთან უშუალო - ხელით შეხება, რისი საჭიროებაც აქამდე არსებობდა. სენსორული ღილაკით თავიდანაა აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს. სენსორული ღილაკის დამონტაჟება ასევე შესაძლებელია ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე, სადაც მომხმარებელს ღილაკებზე უწევს თითით შეხება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)