|
2020-05-29 12:04:38, 1167 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანმა სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების საკითხები ონლაინ გამართულ შეხვედრაზე მონაწილე მხარეებთან ერთად განიხილა. ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ სურსათის მარაგების კონტროლის და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. ხაზგასმით აღინიშნა ხორბლის მარაგების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ. შეხვედრაში, რომელის ორგანიზატორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იყო, მონაწილეობდნენ FAO-ს ასისტენტ გენერალური დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელი ვლადიმერ რახმანინი, FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელის მოადგილე რაიმუნდ იელე, FAO-ს ეკონომიკური და სოციალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მასიმო ტორერო, ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტუგომირ მაჯდაკი, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა და კოპა კოჯეკას ვიცეპრეზიდენტი პაოლო გუეირა. FAO-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ რახმანინმა პანდემიის შემდგომ პერიოდში სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ელექტრონული პლატფორმების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)