|
2020-05-29 11:32:44, 1409 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა
საქსტატმა, აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, გასულ თვეში მშპ-ს კლებამ 16,6% შეადგინა. ამასთანავე, წლის პირველი ოთხი თვეს შემდეგ, ჯამურად ეკონომიკა 3,6%-ით არის შემცირებული. „წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. . როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2020 წლის აპრილში შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებით. ამასთან, აპრილში საქონლის ექსპორტი 28%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)