|
2020-05-28 13:58:51, 1380 ნახვა
ეკონომიკა
ავსტიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა
„საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალურ და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის, ავსტრიული წარმოების თანამედროვე ტიპის სალიანდაგო მანქანებს იყენებს. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ხორციელდება ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით. რომელთა გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ 50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები სრულდება. ექსპლუატაციის პროცესში მანქანები განიცდიან ცვეთას და საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას. მიმდინარე წელს, ორ სალიანდაგო მანქანას უკვე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და კომპიუტერული სისტემის მოდერნიზაცია. წლის ბოლოს, დაგეგმილია მესამე მანქანის მთლიანი კაპიტალური შეკეთება. სალიანდაგო მანქანების ტექნიკური გამართულობა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)