00:44 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 15:05:10, 2095 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფუნქცია დანერგა. ამიერიდან მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე მომხმარებელს 24/7 რეჟიმში შეუძლია მიიღოს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე ან ისარგებლოს ონლაინ კონსულტაციით. თუკი რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში მომხმარებელს დახმარება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტება დაჭირდება, ან, უბრალოდ, შეკითხვა გაუჩნდება, მას შეუძლია ჩატით  მარტივად ისარგებლოს.

ჩატს ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს − მისი გამოყენებით არა მხოლოდ  სასურველ საბანკო სერვისებზე კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი, არამედ ჩატის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს გაგზავნოს ან გადმოწეროს საჭირო ფაილები, გააზიაროს ბმულები, მიადევნოს თვალი საუბრის ისტორიას და სხვ.

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ციფრული არხების განვითარებას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ჩატის ფუნქცია შესთავაზა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებას, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღებას. ჩატის გამოყენება პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.bog.ge/





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics