|
2020-05-25 15:53:24, 1226 ნახვა
საზოგადოება
მეზვრიშვილი - როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა
როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან და საერთაშორისო ვიზიტორებს 1-ლი ივლისიდან ექნებათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, პროცესში გათვალისწინებულია კერძო სექტორის ინტერესებიც. „ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები. ეს ნიშნავს იმას, რომ სასტუმროებში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის სააგენტოს მიერ. ეს შეეხება სასტუმროებს, გიდებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც უნდა მოხდეს ტურისტების გადაადგილება. სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაშია შესული და ყველას მივაწვდით დეტალურ გაიდლაინებს, დეტალურ რეკომენდაციას. ეს ინფორმაცია იცვლება იმ სახელმწიფოებთანაც, საიდანაც ტურისტები უნდა შემოვიდნენ, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება მოცემულობა ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. გვესმის, რომ ეს ყველაფერი კერძო სექტორისთვის შეზღუდვებს და დისკომფორტს უკავშირდება, შესაბამისად, ეს პროცესი წარიმართა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით და მათი რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)