02:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 18:56:36, 1392 ნახვა

საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დისტანციურად აღნიშნა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქტოვებებთან ერთად გამართა ვებინარი თემაზე “ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო’’.

ვებინარს უძღვებოდა პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით, თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორი - ზურაბ გურიელიძე, რომელმაც ისაუბრა ბიომრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.ასევე მსმენელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ბიომრავალფეროვნების წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზების, მაგალითებისა და შედეგების შესახებ.

მსმენელებს ასევე ქონდათ შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი.

2020 წელს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის სლოგანი “ჩვენი ხსნა ბუნებაშია”, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი მჭიდრო კავშირი ბუნებასთან.ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების და მისი დაცვის მნიშვნელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ყოველი ჩვენთაგანისთვის იმის შეხსენებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი მომავლის აშენება. 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს გამოაცხადა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მდგომარეობის გამო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადასულია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. სწორედ დისტანციურად მოხდა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაც. ჩატარდა კონკურსები:სკოლის მოსწავლეებისათვის ჩანახატების კონკურსი,,ბიომრავალფეროვნების როლი ჩვენს ცხოვრებაში ” ხოლო ნებისმიერი მსურველისთვის გრაფიკული პოსტერების კონკურსი სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“. ასევე ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ გამოქვეყნდა შემეცნებითი პოსტები და რჩევები,რომ ვიცოდეთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება და შემოვუნახოთ ის მომავალ თაობებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics