02:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 13:49:26, 1474 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, არა ტყე, არამედ ისეთი რამ უნდა აჩუქო, რითაც ისარგებლებს, ეკლესია რას ისარგებლებს

სიკეთეს იმისგან, რომ ხე-ტყე გადაეცემა ეკლესიას, მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით „რუსთავი 2-ს“ განუცხადა.

მისი თქმით, ტყეს არ ეცვლება სტატუსი და ისევ ტყედ რჩება.

„სიკეთეს იმისგან, რომ ხე-ტყე გადაეცემა ეკლესიას, ამ სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ. ის კანონები, რაც იცავს ტყეს, ძალაშია ყველაფერი. ასე რომ ტყე თუ მე გადმომეცემა, არავინ მაპატიებს, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო. რა უნდა ვუყო - უნდა მოვუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობაა.

თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს, ეკლესია რას ისარგებლებს არ მესმის“, - განაცხადა  მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics