02:58 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 18:54:10, 1515 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება - სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ მოიხსენიება

სოციალურ პლატფორმა Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, ვებ გევრდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უწყებამ აქტიური მუშაობა ჩაატარა ჩინურ მხარესთან როგორც თბილისში, ასევე პეკინში.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას, რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას. ზოგადად, საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანზიაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მომართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩვენი  საქმიანობის უმთავრესი ნაწილია” - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics