04:03 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 09:42:47, 1367 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, 23 მაისიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა, ყაზარმული რეჟიმის გაუქმების მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

 შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა. შესაბამისად, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა, შვებულებაში გასვლა და სამხედრო ბაზები უცხო პირთათვის დაიხურა.

პარალელურად თავდაცვის ძალები აქტიურად ჩაერთნენ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლაში. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც პროცესის მართვას ერთობლივად ახორციელებდნენ. 22 მარტიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, ქვეყნის მასშტაბით 1 701 955 ავტომანქანა დაამუშავეს სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო 2 500 018 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. თერმოსკრინინგის ფარგლებში ტემპერატურა დაუფიქსირდა 158 პირს, რის შესახებაც შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა მართვის ცენტრებსა და სამედიცინო დახმარების ცენტრს. შედეგად კი, დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics