|
2020-05-22 17:48:05, 1374 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა
„ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გააკეთა ტერმინის „ღრმაწყლოვანის“ განმარტება და აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანია ნებისმიერი პორტი, რომლის აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია. „რაც შეეხება ზოგადად პორტების ღრმაწყლოვანობას, მოდით განვმარტოთ, რადგან დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე, „პანამაქსის" ტიპის ხომალდებს, რომელთაც 65 ათას ტონაზე და მეტი ამწეობის შესაძლებლობა აქვთ, უნდა იყოს ღრმაწყლოვანი, ესაა ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია. დღესდღეობით ფოთის მოქმედი პორტი და მისი აკვატორია საშუალოდ 8 მეტრის სიღრმისაა მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ადგილებში ის 10 მეტრამდეც ღრმავდება. ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, რიონის დელტაში, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის და 10 მეტრზე მეტი სიღრმის," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, რიონის დელტა ინტენსიური მოსილვით გამოირჩევა, ამდენად, ფოთში პორტის ნორმალური ფუნქციონებისთვის გარკვეული პერიოდულობით აკვატორიის დაღრმავებაა აუცილებელი. მინისტრი შეეხო კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის" მიერ ფოთის პორტის გაფართოების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნავმისადგომის აკვატორიის დაღრმავებას. „ტერმინი „ღრმაწყლოვანი" მითითებულია იმ პროექტის სათაურში, რომელიც „ეიპიემ ტერმინალსმა" შემოიტანა ფოთის პორტის გაფართოების პროექტის კონცეფციის განხილვის მიზნით. კომპანიას ფლობს მიწათსარგებლობის ნებართვას, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია მომავალი პორტის დეტალური ტექნიკური პროექტი, საიდანაც კონკრეტულად გვეცოდინება, თუ რა კონფიგურაციითა და პარამეტრებით იქნება ეს პორტი აშენებული. ეს შემდგომი პროცესია, რაზეც ისინი ჯერ ისევ მუშაობენ," - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასევე ღრმაწყლოვანია ფოთში კიდევ ერთი ე.წ. „პეისის ტერმინალის" გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) - ის (ყოფილი OPIC) ინვესტიციით ხორციელდება და დაღრმავების შემდეგ მისი აკვატორია 13 მეტრის სიღრმისა და მეტი იქნება. DFC - ის მიერ პროექტის დასაფინანსებლად 50 მილიონი აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი. ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ 10 მეტრზე მეტი სიღრმე ექნება ფოთის პორტს „ეიპიემ ტერმინალის" პროექტის განხორციელების შემდეგ. „ისე ფაქტი, რომ „პეის ტერმინალსის" პროექტი და ალბათ მომავალში „ეიპიემის" პროექტი ორივე თანამედროვე შეფასებით „ღრმაწყლოვანია", ერთი მეორის განვითარებას ხელს არ უშლის. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვითარდება, რათა იყოს კონკურენტული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)