|
2020-05-22 17:03:37, 1127 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი. „დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი. დღეისათვის, საწვავის საბაზრო ფასი 1.90 -2.06 ლარის ფარგლებშია. აგროდიზელის პროგრამის საშუალებით, ფერმერები საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით, 1 ლარამდე შეღავათს იღებენ „სოკარის“ საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესყიდვისას. აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარია, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, საწვავის ფასი - 1.07 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, აგროდიზელის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მომავალ წლებშიც განხორციელდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)