04:03 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 15:07:16, 1183 ნახვა

საზოგადოება
გამარჯვების ქუჩის მონაკვეთსა და გურიის აღმართზე წყალარინების ქსელი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე განხორციელდება სამუშაოები, რომლისთვისაც 227 998 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს ,,ლოგი“ ახორციელებს.

ამასთან,  აღნიშნულ დასახლებაში ვარდისუბნის ქუჩაზე ქალაქ თბილისის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი წესრიგდება. სამუშაოები ვარდისუბნის ქუჩაზე ხორციელდება. აღნიშნულ ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამჟამად,  საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 4 500  კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

ასევე, აღნიშნულ დასახლებაში 26 მაისის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების  საქალაქო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics