|
2020-05-20 22:52:55, 1213 ნახვა
პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ იზოლაციის დაწყებიდან დღემდე 14 ადამიანი გარდაიცვალა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იზოლაციის დაწყებიდან დღემდე 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამ თემაზე მინისტრმა კომენტარი დღეს, ახალგორელი 63 წლის პაციენტის გარდაცვალების საკითხზე გააკეთა, რომელიც მეთოთხმეტე მსხვერპლი გახდა. ციხელაშვილის თქმით, 63 წლის კაცის ოჯახი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მის გადმოყვანას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა. "რა თქმა უნდა, ამ შეფერხებამ ძალიან მძიმე გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე და ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საერთოდ, იზოლაციის დაწყებიდან, ცხინვალის რეჟიმის მიერ, სექტემბრის დასაწყისიდან 2019 წლის დღემდე, 13 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ბატონი გახლავთ მეთოთხმეტე", — ნათქვამია ციხელაშვილის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, 63 წლის პაციენტი ინსულტის დიაგნოზით ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობდა, რის შემდეგაც ცხინვალის კლინიკაში გადაიყვანეს და 5 დღე გააჩერეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)