|
2020-05-20 17:37:36, 1337 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე კილაძეს - ნამუსი შენსკენ მოიკითხე და ცოტა ტონს დაუწიე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზრუდვების შენარჩუნების შესახებ მთავრობის ახალ კანონპროექტს განიხილავენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფი კილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი სოფიო კილაძის ფრაზა გახდა, რომელმაც ლევან კობერიძეს ასე მიმართა: „ნამუსი არ გაქვს“. რაზეც კობერიძემ უპასუხა: „ნამუსი არ გაქვს“, რა მიმართვაა? მგონი შეურაცხყოფა შენთვის არ მომიყენებია, ნამუსი შენსკენ მოიკითხე, რას ნიშნავს, ნამუსი არ მაქვს. ცოტა დაუწიე ტონს! ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ადამიანს შეურაცხყოფას ასე ადვილად ნუ აყენებ“, - მიმართა კილაძეს კობერიძემ. სოფო კილაძემ ლევან კობერიძეს მიმართა, რომ მას სკანდალის მოწყობა სურს. „სკანდალი გინდა ეტყობა და მიკროფონი ჩართე, რომ კოლეგისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინა. ყოველ დღე აქ ვარ და შენგან განსხვავებით, საქმესაც ვაკეთებ“, - მიმართა კილაძემ კობერიძეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)