|
2020-05-20 11:58:03, 1098 ნახვა
საზოგადოება
„მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალი განთავსდება, ხოლო ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდი მოეწყობა
ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და მერიის შესაბამის სამსახურებს სამუშაოების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ და მერიის ყველა იმ სამსახურს, ვინც ჩართულია პროექტის განხორციელებაში. ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ქალაქის ცენტრში მართლაც ულამაზესი სივრცე გამოდის. ყველას გახსოვთ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, რომელიც თავს დაატყდა დედაქალაქს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე - გაუბედურებული იყო ყველაფერი. ახლა სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და ძალიან მალე, ქალაქს უკვე განახლებული „მზიურის“ პარკი ექნება, რომელიც მართლაც ულამაზესია. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში, თბილისის მერია „მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსებასა და ზოოპარკის მიმართულებით, საფეხმავლო ხიდის მოწყობას უზრუნველყოფს. „ჩვენ ასევე, ვამუშავებთ მედიათეკის პროექტს, რომელსაც უშუალოდ დედაქალაქის მერია განახორციელებს. ეს იქნება სამუშაოების მეორე ეტაპი. ასევე, ვამუშავებთ „მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით გადასასვლელი ხიდის მოწყობის პროექტს. ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. მედიათეკა და საფეხმავლო ხიდი სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება, რომელსაც მოსახლეობას შევთავაზებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, „მზიურში“ მედიათეკის ახალი ფილიალის განთავსება იგეგმება. ამ მიზნით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტირებისა და შემდგომში სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ მედიათეკის შენობაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკითხველო დარბაზი, კომპიუტერული სივრცე და მულტიმედიური ოთახები განთავსდება, სადაც კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების ჩატარება იქნება შესაძლებელი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)