|
2020-05-20 11:54:48, 1136 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ ვიქტორ წილოსანს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა, მის წინამორბედს, გიორგი ებანოიძეს კი მადლობა გადაუხადა. „ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურში. ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. იცით ჩემი დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია, ურბანული თვალსაზრისით ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს და არ დავუშვათ ის კატასტროფა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი მთავრობის მიერ არჩეულ გზას ვერავინ გადაუხვევს. ეს არის სწორი გზა, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მიიღო. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც არ დაუშვებს სკვერებსა და პარკებში მშენებლობების განხორციელებას. ამის უამრავი მაგალითი გვქონდა. იყო ბევრი ისეთი ნებართვა გაცემული, რომელიც არ უნდა გაცემულიყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორ წილოსანი ამ გამოწვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ერთიანი ძალისხმევით, ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას მოვახერხებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ვიქტორ წილოსანი აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის პოსტზე მის წინამორბედს, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გიორგი ებანოიძე მუშაობას „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)