|
2020-05-20 11:38:22, 1273 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის ახალი მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება
თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მისი მეხუთე მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა. „მინდა, სოფიო ხუნწარიას დიდი მადლობა გადავუხადო. მან საკუთარი განცხადების საფუძლევზე, თანამდებობა დატოვა. ის პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრი იყო და დედაქალაქში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული. ნამდვილად მეამაყებოდა საახალწლო ღონისძიებებისა და „თბილისობის“ შემდეგ მიღებული კომპლიმენტები. ასევე, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ერთად წამოვიწყეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. მასში ფაქტობრივად, ყველა იყო ჩართული და ხელოვნების წარმომადგენლებს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიონალიზმი საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ. ეს ყველაფერი სოფიო ხუნწარიას დამსახურებაა. ნამდვილად გული მწყდება, რომ გვტოვებს. ის კერძო სექტორში გადადის და მინდა, წარმატებები ვუსურვო. ის ჩვენს გვერდით იქნება და ბევრ რამეში დაგვეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მის შემცვლელს, დედაქალაქის მერმა საკუთარი მოადგილის პოსტზე ანდრია ბასილაიას კანდიდატურა წარადგინა. „ანდრია ბასილაია 2017 წლიდან ჩვენი გუნდის წევრია. ანდრია სხხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. ის წარმატებული ახალგაზრდაა. პროფესიით ეკონომისტი/პოლიტოლოგია. დამთავრებული აქვს ნიუ იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტჰაუნის სკოლა აშშ-ში. ის პროფესიონალი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია. მინდა, მას წარმატებები ვურსურვო. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და ჩვენი ქალაქისთვის საკეთილდღეო პროექტს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ანდრია ბასილაია 2017 წლიდან თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ბოლო პერიოდში კი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის 2002 წლიდან დღემდე, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, 2004-2006 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკში უფროსი ეკონომისტი იყო; 2006-2008 წლებში შპს „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსური/გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა; 2008-2010 წლებში შპს „გეოინკორის“ ფინანსურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2010-2011 წლებში კი, შპს „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი იყო. ანდრია ბასილაია 2002 წლიდან ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო საზოგადოების წევრია.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)