|
2020-05-20 11:31:39, 1010 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ძალიან მალე დედაქალაქს განახლებული მზიურის პარკი ექნება
ძალიან მალე დედაქალაქს განახლებული მზიურის პარკი ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განახლებული მზიურის პარკი საუკეთესო დასასვენებლი სივრცე იქნება როგორც თბილისელებისთვის, ასევე სხვებისთვისაც. „ქალაქის ცენტრში მზიურის პარკთან დაკავშირებით დიდი ხანია სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს მუნიციპალურ ფონდს და მერიის ყველა იმ სამსახურს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. ფაქტიურად, ეს სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მართლაც ულამაზესი სივრცე გამოდის ქალაქის ცენტრში. ყველას გახსოვთ, რომ 13 ივნისის შემდეგ სტიქიამ, რომელიც თავს დაატყდა დედაქალაქს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ამ კონკრეტულ მონაკვეთზე. გაუბედურებული იყო ყველაფერი და ძალიან მალე ქალაქს, სამუშაოების ბოლო შტრიხები მიმდინარეობს და უკვე ექნება განახლებული მზიურის პარკი, რომელიც მართლაც ულამაზესია და დარწმუნებული ვარ ეს საუკეთესო ადგილი და დასასვენებელი სივრცე იქნება თბილისელებისთვის და არამხოლოდ თბილისელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)