06:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 12:31:53, 1220 ნახვა

საზოგადოება
კოჯორში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

კოჯორში, ბარათაშვილის ქ. №3-ში, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ექვსი გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„მთაწმინდის გამგეობა აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ჩვენს რაიონში, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე,  განსაკუთრებით მწვავედ დგას მეწყერსაშიში ტერიტორიების პრობლემა. შესაბამისად,  ძალიან ბევრ მისამართზეა აუცილებელი გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს კოჯორში, სადაც  სამუშაოები მალე  დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 103 800 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც ივნისში დასრულდება, შპს „ინსტალ +“  აწარმოებს.

მიმდინარე წლისთვის რაიონში, მსგავსი პრობლემის გამო, გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მოწყობა უკვე დასრულდა. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე კედლის მოწყობა არის დაგეგმილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics