|
2020-05-18 11:20:22, 1172 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება
„სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, შეთანხმება არ იქნება შესრულებულად ჩათვლილი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. „სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ის შეთანხმება არ იქნება შესრულებულად ჩათვლილი. ბუნებრივია, ამას ისეთი რეაქცია ექნება, როგორიც იყო. ვგულისხმობ, იმას რომ სანახევროდ შესრულებული პირობები არ არსებობს. როდესაც რაღაცას იტყვი, ეს არის მოვალეობა ადამიანურ ურთიერთობებში, პოლიტიკაში და საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ამიტომ, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც უკვე დღეს საერთაშორისო საზოგადოება, ამერიკის კონგრესი პირდაპირ ამბობს, რომ ამ შეთითხნილი საქმის დასრულება არის საქართველოს პრესტიჟის საკითხი, ამ კუთხით უნდა შეხედოს ყველამ. პოზიციებს აღარავინ შეიცვლის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)