|
2020-05-17 19:27:18, 1453 ნახვა
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ჭანტურიას ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირის ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება თავისუფალია
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაასრულა მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. დაიგო ასფალტის საფარი 14 500 კვ.მ ფართობზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „ჯიარჯი“ განახორციელა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კი, 1 130 000 ლარი დაიხარჯა. საავტომობილო მოძრაობა აღდგა ჭანტურიას ქუჩაზეც, სადაც გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდა ძველი თბოქსელი, ჩატარდა მიწის სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე, სულ 2 500 კვ.მ ფართობზე. ასევე, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა ასფალტის ქვედა ფენის დაგება ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან. პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის მეორე ფენის დასაგებად ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში. საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)