07:24 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 14:55:04, 1621 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს

დევნილთა სააგენტო თბილისში ბინის მიღების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესს 18 მაისიდან განაახლებს.

მონიტორინგის ჯგუფების მუშაობა  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დევნილი ოჯახების უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად,  დროებით შეჩერებული იყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  თბილისში,  ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 252 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ამ ეტაპზე, 212 სამოთახიანი და 40 ერთოთახიანი ბინა ნაწილდება. დამატებით,  თბილისში, უკვე შესყიდულია 500-მდე ბინა, რომელთა დიდ ნაწილი ოროთახიანია.  აღნიშნული ბინები დევნილ ოჯახებს განსახლების მეორე ეტაპზე გადაეცემათ.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

ერთოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა;

სამოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3  ან მეტი ქულა.

18 მაისიდან, ასევე, განახლდება იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მონიტორინგის პროცესი, რომლებსაც განაცხადი „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში აქვთ შევსებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics