|
2020-05-14 17:58:06, 1664 ნახვა
საზოგადოება
ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები, ქვეყნის ოთხ რეგიონში მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების განხორციელებას, ქვეყნის ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 კლასტერზე (ერთი კლასტერი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს). დასაქმდება 48 ადამიანი, მათ შორის, 24 მეტყევე სპეციალისტი და 24 სტუდენტი. ტყის ეროვნულ აღრიცხვას კოორდინაციას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი უწევს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გერმანიის მთავრობის დახმარებით (GIZ) საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა 2018 წელს დაიწყო. საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნებია:
საქართველოს მასშტაბით, სულ განისაზღვრა 2020 კლასტერი, რომლებიც გადანაწილებულია რეგიონების მიხედვით. 2019 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და აჭარაში განხორციელდა. ტყის მახასიათებლებზე მონაცემების შეგროვება მოხდა 441 კლასტერზე. დასაქმდა 20 ადამიანი, მათ შორის, 10 მეტყევე სპეციალისტი და 10 სტუდენტი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)