09:32 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 17:53:41, 3529 ნახვა

საზოგადოება
Developers.Institute - ის უფასო სასწავლო კურსი ქართველი სტუდენტებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ისრაელის სალჩოსთან თანამშრომლობით ქართველ სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას,  უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა Developers.Institute-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამებში.

Developers.institute გახლავთ უდიდესი გამოცდილების მქონე, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოდირების Bootcamp, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგებს მომავალი დეველოპერებისა და ინოვაციური მეწარმეებისთვის და შექმნილია  ყველასთვის, ვისაც სურს კოდირების სწავლა.  სამი თვის განმავლობაში სტუდენტები  ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალებთან ერთად შეისწავლიან ვებ დეველოპმენტის  ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ასპექტს და  შესაძლებლობა ექნებათ  შექმნან საკუთარი ვებ გვერდი HTML და CSS გამოყენებით

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

•           HTML, HTML - ენას, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ვებ-გვერდის სტრუქტურასა და შინაარსს.

•           CSS - ენას, რომელიც აძლევს სტილს HTML ელემენტებს.

სასწავლო კურსი დაიწყება 19 მაისს და ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 16 მაისის 12:00 საათამდე. რეგისტრაციისთვის  მიჰყევით ბმულს: http://gita.developers.institute/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics