17:06 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 16:22:32, 1487 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - თუ ივანიშვილი პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ ივანიშვილი პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული შეთანხმების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

„ჩვენ მივიღეთ ერთობლივი განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი და რომ ორივე კომპონენტსი შესრულება არის მნიშვნელოვანი. ერთი ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას, ხოლო მეორე - პოლიტპატიმრების გამოშვებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა რომ ოპოზიციურ ფორმატში და ოპოზიციურ ძალებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რომ გარკვეული კაკაფონია შეიქმნას პოლიტიკურ სპექტრზე, მაგრამ ის ამას ვერ მიიღებს. ის არის და დარჩება მარტო, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს.

გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი, ის ან სრულდება მთლიანად ან ამ შეთანხმებას შლის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თუ ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს პოლიტპატიმრებს, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოდგენილი ვართ პარლამენტში და მე ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა. სრული ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით იმაზე, რომ სრული პასუხისმგებლობა აღნიშნული შეთანხმების დარღვევაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics