|
2020-05-13 15:43:49, 1378 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, წინასწარ პროგნოზირება არ შეგვიძლია
კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ტესტების ხარისხის ან ფალსიფიცირების თაობაზე სიგნალის გაჩენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას რეგულირების სააგენტო მოახდენს. „საქართველოში ყველა მომწოდებელი კომპანია რეგისტრირებულია და ეს ინფორმაცია შეგიძლია მოითხოვოთ რეგულირების სააგენტოსგან. რაც შეეხება იმ ტესტებს, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ, ეს ნუსხაც არის ძალიან დიდი და ჩვენ გაეროს სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აუცილებლად გავდივართ კონსულტაციას, ვიდრე ვიღებთ გადაწყვეტილებას ახალი ტესტების შესყიდვის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა კორეაში გამოყენებული ანტიგენების ტესტებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 50 000 ანტიგენების ტესტი, რომლის იმპორტი მოხდა კორეიდან, თუმცა მწარმოებელი ქვეყანა ამ შემთხვევაში არის ავსტრია. ასევე, გვაქვს გარკვეული რაოდენობის ანტისხეულების ტესტები როგორც ადგილზე, ასევე შესყიდვაში და ასევე, რეგისტრირებული მიმწოდებლისგან. კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ამ მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია, ამას რეგულირების სააგენტო ადევნებს თვალს და თუ რომელიმე ქვეყანაში გაჩნდა სიგნალი ხარისხის ან ფალსიფიცირების თაობაზე, რეგულირების სააგენტო ამით დაინტერესდება, შესაბამის მოკვლევას ჩაატარებს და რეაგირებაც იქნება სათანადო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)