|
2020-05-13 15:30:23, 1369 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - „ბიოზეკთან“ სწრაფი ტესტების შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი დადგენილ ვადაში მოწოდების დარღვევა გახდა
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ნიდერლანდურ კომპანია „ბიოზეკთან“ სწრაფი ტესტების შესყიდვის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი მოწოდების დარღვევა გახდა. მისი თქმით, სამინისტროსთვის პირველ ეტაპზე ნაჩუქარი 5000 ტესტით მიმდინარეობდა კვლევები, რომელმაც აჩვენა, რომ ტესტმა გარკვეული დადებითი შედეგები დადო. „ბიოზეკის ტესტები, კონკრეტული ტესტი რეგულირების სააგენტომ დაარეგისტრირა აპრილის დასაწყისში. ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. აღიარებითი ღეჟიმის საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია, რომელიც ასევე იყო რეგისტრირებული ნიდერლანდებში შესაფერისი მიზნებისთვის. ტესტს თან ახლდა არაერთი სერტიფიკატი მისი ხარისხის შესახებ და ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული ტესტმა დააკმაყოფილა. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებდა ანტისხეულების ტესტებს, რადგან გარკვეული დამხმარე მნიშვნელობა ანტისხეულების ტესტებს დიაგნოსტიკაში კოვიდ 19-ის აქვს. სამინისტროსთან შექმნილია რამდენიმე საკონსულტაციო ჯგუფი, სადაც მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რაც შეეხება შესყიდვას, ასევე რა ტიპის ტესტის შესყიდვა უნდა მოხდეს, რომელია მეტად გამოცდილი და აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და სხვა. ლაბორატორიული სამუშაო ჯგუფის მიერ და ასევე კოვიდ 19-ის საკოორდინაციო კომისიის მიერ, კონკრეტულად ბიოზეტის და ასევე სხვა ტესტების შესყიდვის საკითხი განხილული იქნა 22 აპრილს. იმის საფუძველზე, რა დოკუმენტაციაც თან ახლდა ტესტებს, კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და გასცა რეკომენდაცია ამ ტესტების შესყიდვის შესახებ, რის შედეგადაც შედგა ხელშეკრულება, რომელიც დათარღებულია 24 აპრილით. ამის შემდეგ, ჩვენ მანამდე მიღებული გვქონდა საჩუქრად 5 000 ბიოზეკის ტესტი, რომლის გამოყენება დაწყებული იქნა როგორც ცხელების, ასევე კოვიდის კლინიკებში და სამედიცინო პერსონალის ტესტირებისთვის. გარკვეული შედეგებით ჩვენ ამ საწყისი გამოყენების საფუძველზე მივიღეთ და ასევე მოხდა მცირე ჯგუფში ტესტის გადამოწმება. მოხდა პაციენტის სწრაფი ტესტით და „პისიარ“ ტესტით შეფასება და ტესტმა აჩვენა გარკვეული დადებითი შედეგები, რაც ძალიან ახლოს იყო მის წინასწარ მონაცემებთან. ეს არ არის ტესტის სტანდართული ვალიდაციის პროცესი. ტესტების ვალიდაციას ქვეყანა არც შესყიდვამდე და არც მერე ამ პრინციპით არ აწარმოებს. ყიდვის დროს ხდება დაყრდნობა იმ სერტიფიცირებასა და აღიარებაზე, რომელსაც ამერიკის CDC, ჯანმო და სხვა ქვეყნები გასცემს. ამ შემთხვევაში ჩვენ ტესტებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონია, მაგრამ დადგენილ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)