|
2015-08-20 10:34:58, 489 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი: ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისათვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში შეხვედრით გაგრძელდა. თინათინ ხიდაშელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს ევრილ ჰეინსის შეხვდა. საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა, თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და საქართველოს უსაფრთხოების გარემო, - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც თინათინ ხიდაშელმა და ევრილ ჰეინსმა შეხვედრაზე განიხილეს. „პოზიტიური და მეგობრული შეხვედრა შედგა თეთრ სახლში. ვფიქრობ, ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხი, ალბათ, აქ შეგვიძლია მივიღოთ. ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებებზე. ურთიერთობების გაღრმავებისთვის თეთრი სახლის მხარდაჭერის შესახებ, მიმდინარე პროექტებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც 2016 წლიდან მეტად გაფართოვდება. სწორედ, ასეთი შეხვედრებითა და ურთიერთობებით ყალიბდება ის პოლიტიკა, რომელიც შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობებს წარმართავს. ახლა ერთ-ერთი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ მომავალზე ვისაუბროთ და პროექტები დავგეგმოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ევრილ ჰეინსი იყო პირველი ქალი, რომელიც ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, მოგვიანებით კი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილედ დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)