|
2020-05-12 15:37:25, 1288 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერებათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა. აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად. ამასთანავე, 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში 5 მილიონ ლარს შეადგენს. დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე (აღმოსავლეთ საქართველოში - ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში - ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის - 40 ლარი). 10 ჰექტარზე მეტი სავარგული შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს. აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე, სადაც იქნება გაწერილი რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში (თვეების და თარიღების მითითებით) ესაჭიროება მომსახურება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)